კლუბის ისტორია

საუკუნე გურულ ფეხბურთში

მერცხალი 1925 წელს დაარსდა ოზურგეთში და მას შემდეგ გურიის ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სახეა — საბჭოთა საქართველოს ჩემპიონატიდან უმაღლეს ლიგამდე და გურულ დერბიმდე ლანჩხუთის გურიასთან.

  1. 1925

    კლუბის დაარსება

    ოზურგეთში იქმნება საფეხბურთო გუნდი — მერცხალი. 2025 წელს კლუბმა 100 წლის იუბილე აღნიშნა.

  2. 1938

    მთავარ ლიგაში

    მეორე დივიზიონში მეორე ადგილი და გადასვლა საბჭოთა საქართველოს ჩემპიონატის მთავარ ლიგაში.

  3. 1956

    „კოლმეურნის“ თასი

    2 სექტემბერს, თბილისში, საქართველოს „კოლმეურნის“ თასის ფინალში მახარაძის „კოლმეურნემ“ ქობულეთის „შუქურა“ 1:0 დაამარცხა და საქართველოს „კოლმეურნის“ ჩემპიონი გახდა.

  4. 1958

    პირველი ბრინჯაო

    კლუბი პირველად იღებს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს.

  5. 1982

    თასი და ყველა ტიტული

    4 სექტემბერს, თბილისის „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალში მახარაძის „მერცხალმა“ თბილისის „ზოვეტი“ 4:1 დაამარცხა. ამ წელს გუნდმა მოიგო ყველაფერი, რაც მოსაგები იყო.

  6. 1982–87

    ოქროს ხანა

    გუნდის უფროსის, ბახვა გიორგაძის ხელმძღვანელობით გუნდი ხუთ მედალს აგროვებს — კლუბის ისტორიის ყველაზე გამორჩეული პერიოდი.

  7. 1987

    საქართველოს ჩემპიონი

    მახარაძის (დღევანდელი ოზურგეთის) „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი ხდება.

  8. 1990

    პირველი ეროვნული ჩემპიონატი

    31 მარტს, ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე, 5 000 გულშემატკივრის თვალწინ, „მერცხალმა“ ოჩამჩირის „ამირანი“ 1:0 დაამარცხა (ბარამიძე, 84').

  9. 1990-იანი

    უმაღლეს ლიგაში

    დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მერცხალი უმაღლეს ლიგაში თამაშობს; ჯამში ოთხი სეზონი ელიტაში.

  10. 2016

    რთული წლები

    2015–16 წლების სეზონის შემდეგ გუნდი ქვედა დივიზიონში ეშვება, კლუბი ფინანსურ სირთულეებს აწყდება.

  11. 2026

    ახალი თავი

    გუნდი ლიგა 4-ში ასპარეზობს, სტადიონს კი კოტე გოგატაძის სახელი ეწოდა.

კოტე გოგატაძის სახელობის სტადიონი
სტადიონი

კოტე გოგატაძის სახელობის სტადიონი

ყოფილი „მეგობრობა“, 3 500 მაყურებელზე. 2026 წლის მაისში სტადიონს კოტე გოგატაძის სახელი ეწოდა — კაცის, რომელმაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი კლუბს მოთამაშედ, მწვრთნელად და ხელმძღვანელად შესწირა.